წინამდებარე ვებ-გვერდისა და აპლიკაციების (შემდგომში ვილი) გამოყენება რეგულირდება შპს ვილი (ს/კ 405 405 887, მისამართი: ქ. თბილისი, დელისის ქ. #2) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს ვილის გამოყენების პირობებს. ვებ-გვერდზე/აპლიკაციებზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „ვილის" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. ვილიში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით შპს „ვილის“ შებოჭვის საფუძველს. ვილიში გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ.