ვილი არის ელექტრონული სუპერმარკეტი, რომელიც აპლიკაციების გამოყენებით, პირდაპირ საწყობებიდან მომხარებელს სახლის კარამდე აწვდის პრემიუმ კლასის ფერმერულ პროდუქტებს - ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხორც პროდუქტებსა და ასევე ფართო არჩევნის საოჯახო საქონელს. ვილის მთავარი მიზანია ქვეყნის ფერმერთა მხარდაჭერა და ჯანსაღი პროდუქტებით მყიდველთა მომარაგებაა.
ვილის აპლიკაციების გამოყენება ძალიან მარტივია. გადმოწერეთ Android/iOS აპლიკაცია, ან საიტზე გაიარეთ რეგისტრაცია და თქვენს ეკრანზე გადაიშლება ათასობით პრემიუმ ხარისხის პროდუქტი წარმოუდგენელ ფასებში.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რეგისტრაციის გავლამდე ნახოთ სასურველი კატეგორიები, პროდუქტები, შეადაროთ ფასები, დაამატოთ ისინი თქვენს კალათში და მხოლოდ შესყიდვის მიზნით გაიაროთ ავტორიზაცია.
რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება აქვს აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს შეტყობინებები შეკვეთის შესრულების შესახებ, დაიმახსოვროს და გაიმეორეს შეკვეთა ნებისმიერ დროს, შეაფასოს და პრეტენზიები გაუგზავნოს კომპანიის მენეჯმენტს მომსახურებაზე, მიიღოს მონაწილეობა ფასდაკლებებსა და აქციებში.
მოძებნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ვილის კატეგორიებში ან ძებნის მეშვეობით, მარტივად დაამატეთ პროდუქტები კალათაში თქვენთვის სასურველი რაოდენობით, დააჭირეთ შეკვეთის განთავსებას, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ კალათაში არსებული პროდუქცია, მიუთითეთ მიტანის დრო და გადახდის მეთოდი. სხვა ყველაფერზე ვილის გუნდი იზრუნებს.
შეკვეთის განთავსება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. ვილი გთავაზობთ დაგეგმილ დროზე ან ექსპრეს მიტანას. ორივე მიტანის მომსახურება უფასოა.
ექსპრეს მიტანის შემხვევაში პროდუქციას მითითებულ მისამართზე მიიღებთ შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 90 წუთის განმავლობაში. ხოლო კონკრეტული დროის არჩევისას მიტანის პროდუქციას მიიღებ მითითებულ დროს პლიუს/მინუს 15 წუთის განმავლობაში.
დიახ, ვილი პროდუქციას სახლის კარამდე მოგიტანთ.
თქვენი პროდუქციის მოტანაზე ვილის გადამზადებული კურიერები ზრუნავენ, ყველა საჭირო სანიტარული სტანდარტის და ჰიგიენური ნორმების დაცვით.
ვილის მიტანის მომსახურება არის უფასო. თქვენ მხოლოდ იხდით შესყიდული საქონლის ღირებულებას.
ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფლება უპირველესია, ამიტომ აპლიკაციაში არსებული შეფასების ველის გამოყენებით დაგვიტოვეთ კომენტარი საქონლის ხარისხზე, კურიერის ქცევასა თუ სრულ მომსახურებაზე. ვილის გუნდი სწრაფ რეაგირებას მოახდენს ყველა პრობლემაზე. თუ მიიღებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას, ვილი შეგიცვლით და/ან აგინაზღაურებთ თანხას.
საქონლის მიწოდება ხდება თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობებიდან. საწყობებში დაცულია ყველა სანიტარული, ჰიგიენური და სამედიცინო ნორმები და მოთხოვნები. ყველა პროდუქცია, რომელსაც თქვენ ხედავთ ვილის ონლაინ სუპერმარკეტში, ფერმერული და ფრეშ-პროდუქციის ჩათვლით, არის განთავსებული საწყობებში.
ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც ელექტრონული საგადახდო სისტემის გამოყენებით (აპლიკაციაში ბარათით გადახდით), ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ გადაიხადოთ ვიზა/მასტერქარდ და ამექსის ტიპის ბარათებით.
დიახ, აპლიკაციაში შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ბარათი შემდგომი გადახდების გამარტივების მიზნით, რომელიც განთავსებული იქნება ბანკის დაცულ სერვერზე და ამ ინფორმაციაზე კომპანია ვილის წვდომა არ გააჩნია.
თუ გაქვთ პრომო კოდი, მის გააქტიურებას შეძლებთ პრომო კოდის სექციაში მისი დამატებით. ერთ შეკვეთაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პრომო კოდის გამოყენება.
შეკვეთის მინიმალური ღირებულება არის 50 ლარი.
თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციაში და საიტზე არსებულ შესაბამის ველში მოგვწეროთ თუ რომელი პროდუქციის დამატებას ისურვებით ჩვენს ონლაინ სუპერმარკეტში და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მალე იხილოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ვილის მენიუში.
ანგარიშის გასაუქმებლად, აუცილებელია შეხვიდეთ პროფილში არსებულ მხარდაჭერის სექციაში და მოგვწეროთ თქვენი ანგარიშის გაუქმების შესახებ მოთხოვნა. მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათში თქვენი ანგარიში ვილიზე გაუქმდება.